გლობალური პლატფორმა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

“Falling Walls Lab” უკვე საქართველოშია!

“Falling Walls Lab” არის საერთაშორისო კონკურსი, სადაც სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები წარმოადგენენ თავიანთ ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებს 3-წუთიან, მოკლე საუბრებში.

კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 1 ივნისს, 18 საათზე "ფაბრიკა"-ში. სამუშაო ენა: ინგლისური. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ონლაინ-განაცხადები მიიღება 2023 წლის 5 მაისის ჩათვლით. 

ონლაინ-განაცხადის ფორმა:  https://falling-walls.com/lab/apply/tbilisi/apply/

ჟიური შეარჩევს ერთ გამარჯვებულს, რომელიც 2023 წლის 9 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს ბერლინში, Falling Walls-ის დახურვის ცერემონიალში. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.