,,საზაფხულო სკოლა-სტაჟირების პროგრამა 2015”

   
   

2015 წლის 30 ივლისიდან 10 სექტემბრამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური, კლინიკებთან ურთიერთობის სამსახური,) ახორციელებს ,,საზაფხულო სკოლა-სტაჟირების პროგრამა 2015–ს“, რომლის ფარგლებშიც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის (V-VI კურსი), სტომატოლოგიის ფაკულტეტისა (IV-V კურსი) და ჯანდაცვის ფაკულტეტის (III-IV კურსი) 400 სტუდენტი სტაჟირებას გაივლის თსსუ–ის საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში.

წელს, პირველად სტაჟირებაში მონაწილე ქართველ სტუდენტებს შეუერთდა სხვადასხვა ქვეყნის 60–მდე სტუდენტი, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს სტაჟირების პროგრამის მიმართ. სტუდენტებისათვის პროგრამის დაწყებამდე მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიგა სორდიას ხელმძღვანელობით. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავარი სპეციალისტი მიხეილ დიაკონიძე და თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე–პრეზიდენტი თარაქა დუნუვილა.

შეხვედრაზე უცხო ქვეყნის სტუდენტებს დეტალურად განემარტათ პროგრამის შესახებ და მიეცათ კონკრეტული დავალებები.

,,საზაფხულო სკოლა-სტაჟირების პროგრამა” 2012 წლიდან ხორციელდება თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ინიციატივით  და დღემდე  მასში მონაწილეობა 1600–მა სტუდენტმა მიიღო.

პროგრამის დასასრულს სტუდენტებს გადაეცემათ სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი.