სოფიო კალმახელიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 1 ივნისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება სოფიო კალმახელიძის სადისერტაციო ნაშრომის – „ლიმბური სისტემის ნეიროგენეზის, მეტაბოლიზმის, დასწავლისა და მეხსიერების პროცესების შესწავლა მაიონიზებელი დასხივების დროს და გამოვლენილი დარღვევების კორექცია ანტიოქსიდანტების მეშვეობით“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

თამარ სანიკიძე - თსსუ-ის ფიზიკისა და ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 

დიანა მუსერიძე -  ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილების  მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

სამეცნიერო კონსულტანტი: 

დავით თოფურია - თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. 

ექსპერტები:

მაია ბერიძე - თსსუ-ის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა  დოქტორი.

მაია ოკუჯავა - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

გიორგი ჭიჭინაძე - თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.