მორფოლოგიურ მეცნიერებათა XXIV საერთაშორისო კონგრესი (ISMS 2015)

მიმდინარე წლის 2-6 სექტემბერს ქ. სტამბულში (თურქეთი) ჩატარდა მორფოლოგიურ მეცნიერებათა XXIV საერთაშორისო კონგრესი (ISMS 2015), რომელშიც მონაწილეობდა თსსუ–ს ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია დგებუაძე, როგორც მოწვეული სპიკერი.

კონგრესზე ქალბატონი მაია წარსდგა ზეპირი მოხსენებით თემაზე: ,,თირკმლის სისხლძარღვების მორფოლოგია და ჰემოდინამიკა მისი ერთი და დამატებითი არტერიებით სისხლმომარაგებისას, ნორმაში და ჰიპერტონიის დროს”.

ანატომიური ტერმინოლოგიური კომიტეტის გენერალური მდივნის, პროფესორ პიერ სპრუმონტის და სხდომის თავმჯდომარის, პროფესორ ჯონ ფრაჰერის მიწვევით პროფესორი მაია დგებუაძე დაესწრო ანატომიური ტერმინოლოგიის ფედერალური საერთაშორისო პროგრამის სხდომას.

კონგრესის დასასრულს პროფესორი მაია დგებუაძე დაესწრო სამუშაო შეხვედრას “Medical photography . Guidelines for standard photography in gross and clinical anatomy”.