თსსუ–ის სტუდენტები რეჯეპ თაიპ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 22 აგვისტომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის მთავარი სპეციალისტის მზია წიკლაურის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ქალაქ რიზეში საზაფხულო სტაჟირებაზე, რეჯეპ თაიპ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

სტუდენტებმა  სტაჟირება გაიარეს გინეკოლოგიის, ნევროლოგიის, ზოგადი ქირურგიის, ჰემატოლოგიის, ბავშვთა ქირურგიის, კარდიოქირურგიის, ნეიროქირურგიის, ოფთალმოლოგიის და ემერჯენსის განყოფილებებში.

სტაჟირების დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მადლობას უხდიან რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰუსეინ კარამანის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ეკრემ ალგუნის და რეჯეპ თაიპ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარ ექიმს, პროფესორ ჰასან თურუთის პროფესიული დახმარებისთვის და მზრუნველობისთვის და კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის მთავარ სპეციალისტს მზია წიკლაურს გაწეული დახმარებისთვის.