უცხოელი პროფესორების ვიზიტი თსსუ–ის რექტორთან

   
   

2015–2016 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უცხოელი პროფესორ–მასწავლებლები და უცხოეთში, მედიცინისა და სამედიცინო განათლების  სფეროში  მოღვაწე წარმატებული ქართველი ეწვივნენ. სტუმრები: პროფესორი იაროსლავ ვალკოვიაკი (პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პოლონეთი), ასოცირებული პროფესორი ანნა სურდაკა (პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის მედიცინის II ფაკულტეტის სტომატოლოგიის განყოფილების ვიცე–დეკანი, პოლონეთი), პროფესორ ემერიტუსი მარტინ რიტცენი  (კაროლინსკას უნივერსიტეტის დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის დეპარტამენტი, მედიცინის დარგში ნობელის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის წევრი1984–2002 წლებში, შვედეთი), პროფესორი ჯონ რობერტ ფოულერი (ქ. იზმირის კენტის ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თურქეთი), პროფესორი ტიმო ულრიხი (ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტი,  კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის ტუბერკულოზის სექციის  ხელმძღვანელი, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკის  ექსპერტი,თსსუ–ის საპატიო დოქტორი, გერმანია), პროფესორი ოტტო დაპუნტი ( გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, ავსტრია), პროფესორი  მიხაილო კორდა (ი. გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, უკრაინა), პროფესორი სტეფან ზაპოროჟანი (ი. გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი კვლევის, განათლებისა და კლინიკური საქმიანობის დარგში, უკრაინა),  პროფესორი ტატიანა ილაშჩუკი  (ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროპედევტიკის დეპარტამენტის პროფესორი, უკრაინა), პროფესორი ჯეიმს ლი  (თსსუ–ის მოწვეული პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ),  პროფესორი  დევიდ დომინგესი (თსსუ–ის მოწვეული პროფესორი,       დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსის კოორდინატორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ), დოქტორი ირმა კვიცარიძე  (თსსუ–ის კურსდამთავრებული,  ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, თსსუ – ის საპატიო დოქტორი, ავსტრია), ასოცირებული პროფესორი არჩილ უნდილაშვილი (ემორის უნივერსიტეტი, აშშ), ნიკოლოზ ვაშაყმაძე ( გულ–სისხლძარღვთა ქირურგი), გიორგი კვიცარიძე (კარლსრუეს სტადტიშის კლინიკის  რეზიდენტი, ნეიროქირურგი)   შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, ვიცე–რექტორებს: პროფესორ რიმა ბერიაშვილს და პროფესორ ხათუნა თოდაძეს, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ზაზა ბოხუას, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ დავით თოფურიას, მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თინათინ ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირინა კაპეტივაძეს.  რექტორთან შეხვედრისას უცხოელი პროფესორები აღნიშნავდნენ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან  თანაშრომლობა და მეგობრობა საპატიოა თითოეული მათგანისთვის.

როგორც თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, უცხოელი პროფესორების ვიზიტები თსსუ–ში მნიშვნელოვანია არა მარტო უნივერსიტეტის პროფესურისა და სტუდენტებისათვის, არამედ ქვეყნისთვისაც.

შეხვედრის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (უკრაინა) შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორმა, პროფესორმა მიხაილო კორდამ.