თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2023/2024 სასწავლო წლისათვის აცხადებს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაციას შემდეგ საექიმო სპეციალობებში:
1. „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ - საკონკურსო ადგილი - 1;
2. „ენდოკრინოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;
3. „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;
4. „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;
5. „რევმატოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 1;
6. „ნეონატოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 1;
7. „ბავშვთა ინფექციური სნეულებები“ – საკონკურსო ადგილი – 1;
8. „ბავშვთა ენდოკრინოლოგია – საკონკურსო ადგილი – 1;
9. „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 6;
10. დერმატო-ვენეროლოგია - საკონკურსო ადგილი –2;
11. „ნევროლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 10;
12. „ფსიქიატრია“ - საკონკურსო ადგილი – 6; მათ შორის:
12.1 ქ. თბილისის კლინიკები - 5;
12.2 „ხონის ფსიქიატრიული კლინიკა“ – 1 ადგილი.
13. „პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;
14. „სისხლძარღვთა ქირურგია“ - საკონკურსო ადგილი - 2;
15. „მეანობა–გინეკოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 4;
16. „ნეიროქირურგია“ - საკონკურსო ადგილი – 1;
17. „უროლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 1;
18. „ოფთალმოლოგია“- საკონკურსო ადგილი – 4;
19. „გადაუდებელი მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 11;
20. „კლინიკური ტოქსიკოლოგია“- საკონკურსო ადგილი – 2;
21. „კლინიკური ონკოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 5;
22. „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 3;
23. „სასამართლო მედიცინა“ - საკონკურსო ადგილი - 4;
24. „ლაბორატორიული მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 15;
25. „ორთოდონტია“ - საკონკურსო ადგილი - 1.
სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tsmu.edu/registracia დაიწყება 2023 წლის 25 მაისს, 13.00 საათზე.
რეგისტრაცია და აქტივაცია (აქტივაციის ბმულზე გადასვლა) დასრულდება 1 ივნისს, 13.00 საათზე.