დაიწყო უცხოელ პროფესორთა ლექცია–ტრენინგები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

დაიწყო უცხოელ პროფესორთა ლექცია–ტრენინგები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექციები წაიკითხეს: პროფესორმა  ტიმო ულრიხსმა (გერმანია) – „თანამედროვე პრობლემები ტუბერკულოზის მკურნალობაში“, პროფესორმა ჯონ ფოულერმა (აშშ) – „სიახლეები გადაუდებელ მედიცინაში“, პროფესორმა  მარტინ რიცენმა  (შვედეთი) – „სქესობრივი მომწიფება - ნაადრევი და დაგვიანებული / მართვა“ და პროფესორმა  ოტტო დაპუნტმა (ავსტრია) –„მინიმალურად ინვაზიური კარდიოქირურგია“.

დღესვე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩაატარა პროფესორმა ტატიანა ილაშჩუკმა (უკრაინა).

სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პროფესორ ანნა სურდაკას ლექცია  „ნერწყვის გამოყენების შესაძლებლობა - როგორც სადიაგნოსტიკო სითხე“.

როგორც თსსუ–ის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები აღნიშნავდნენ, ეს ლექციები და ტრენინგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მათთვის.