თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოისმინეს უცხოელი პროფესორების ლექციები: პროფესორ ტატიანა ილაშჩუკის ლექცია „შინაგანი დაავადების პროპედევტიკა, როგორც შინაგანი დაავადების კლინიკის შესავალი/გაცნობა“, პროფესორ ჯონ ფოულერის ლექცია „ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დარგში რეზიდენტურის თავისებურებების შესახებ“ და პროფესორ მარტინ რიცენის ლექციები: „სქესობრივი დიფერენციაციის დარღვევები“, „თანდაყოლილი ადრენოგენიტალური სინდრომი, მართვა და ხანგრძლივი ზედამხედველობა“ და „ ჰიპოგონადიზმის (როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში) შეფასება და მართვა“.