გიორგი ჯგერენაიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 11 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება გიორგი ჯგერენაიას სადისერტაციო ნაშრომის – „საქართველოში გავრცელებული Allium saxatile-ს და Allium ponticum-ის მეორადი მეტაბოლიტების ქიმია და ბიოლოგიური აქტივობა“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ლაშა მსხილაძე - თსსუ-ის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

მიშელ ფრედერიში - ლიეჟის (ბელგია) უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ფარმაკოგნოზიის ლაბორატორიის პროფესორი.

ექსპერტები:

მალხაზ გეთია - თსსუ-ის  იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

ბელა კიკალიშვილი - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ლიპიდების და ანტრაქინონების მიმართულების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

მაია ოკუჯავა - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.