ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020–ის საინფორმაციო დღე თსსუ–ში

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად,  მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი- IncoNet EaP.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამ პროექტისადმი მიძღვნილი საინფორმაციო დღე.

სტუმრებს მიესალმნენ: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

ღონისძიებაზე განიხილეს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში-Horizon 2020  საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) მიმოხილვა (დაფინანსების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა); საქართველოს მონაწილეობა ჩარჩო პროგრამაში; საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი კვლევისა და განვითარების პროგრამები. ჩატარდა ორი პარალელური თემატური სესია: ჯანდაცვის საკითხებისა და კლიმატის ცვლილებებისა და ენერგეტიკის შესახებ.