2023 წლის 18 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება ზაზა თელიას სადისერტაციო ნაშრომის – „სტრესის, დეპრესიის, შფოთვის, ძილის დარღვევებისა და კანის ალერგიული დაავადებების ურთიერთგავლენა მოზრდილი ასაკის პირებში (რეტროსპექტული საცდელ-საკონტროლო კვლევა)“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ქეთევან მაჭავარიანი - თსსუ-ის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
ალექსანდრე (დავით) თელია - თსსუ-ის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები:
ლიანა ჟორჟოლიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ნინო ოკრიბელაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
თინათინ ქიტუაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი.