სოფიო აბაზაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 27 სექტემბერს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება სოფიო აბაზაძის სადისერტაციო ნაშრომის – „პროსტატის კიბოს ვერიფიკაციის ალგორითმი ინფრაწითელი სხივების და კვლევის პათომორფოლოგიური მეთოდების გამოყენებით“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

დავით ქოჩიაშვილი - თსსუ-ის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 

ალექსანდრე ხუსკივაძე - თსსუ-ის  უროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

ომარ ხარძეიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

სამეცნიერო კონსულტანტი: 

ბესარიონ ფარცვანია - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 

ექსპერტები:

რიმა ბერიაშვილი - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ნინო ფონჯავიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, ფიზიკის აკადემიური დოქტორი

თეიმურაზ ჩიგოგიძე - ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.