თსსუ–ის ასოცირებული პროფესორი ია ფანცულაია ,,ISOBM– 2015“ კონგრესზე

2015 წლის  3–7 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია ფანცულაია მივლინებით იმყოფებოდა პოლონეთში, ქალაქ ზაკოპანეში ,,ონკოლოგიისა და ბიომარკერების საერთაშორისო საზოგადოების –ISOBM 2015 კონგრესზე.

კონგრესზე თსსუ–ის ასოცირებულმა პროფესორმა წარადგინა მოხსენება ,,CD4  T უჯრედების სუბპოპულაცია კოლორექტული და ღვიძლის სიმსივნეებით დაავადებულებში“.

მოხსენების აბსტრაქტი, ასევე,  დაიბეჭდა საერთაშორისო ჟურნალში ,,TUMOR BIOLOGY“  რომლის იმპაქტ ფაქტორია 3.6.