მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, ერასმუს მუნდუსის პროექტ MEDEA-ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ლატვიის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მედიცინის დოცენტი ლინდა ალონდერე და უფროსი მასწავლებელი აია ლაზდანე.
სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, პროექტ MEDEA-ს რეგიონული კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი ია ავალიანი და პროექტ MEDEA-ს რეგიონული საკონტაქტო პირი ნინო კანდელაკი. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
22 ოქტომბერს ლინდა ალონდერემ და აია ალზდანემ დაათვალიერეს სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი. თსსუ-ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა ლექციები თსსუ–ის საექთნო საქმის ბაკალავრიატის და პროფესიული პროგრამის სტუდენტებისათვის. ლექციების თემა იყო საექთნო განათლების პრინციპები რიგაში და პაციენტის უსაფრთხოება. სტუდენტებთან ერთად ლექციებს ესწრებოდნენ: გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის უფროსი ექთანი ანგელინა კობეჩავა, თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი პროფესორი ირმა მანჯავიძე.