VIII საერთაშორისო კონფერენცია ,,ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა“

2015 წლის 23–24 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ–ის ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვის ასოციაციის, პედიატრთა ასოციაციის და ფონდი ,,სიჯანსაღის“ ორგანიზებით, გაიმართა რიგით VIII ყოველწლიური სამედიცინო–პრაქტიკული კონფერენცია ,,ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა”.

კონფერენცია ეძღვნებოდა ბრწყინვალების ორდენის კავალერის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ავთანდილ კვეზერელი–კოპაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.

კონფერენცია გახსნა ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ავთანდილ კვეზერელის ღვაწლზე სამედიცინო და საზოგადოებრივ ასპარეზზე: ,,ის არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს პროფესია და ქვეყანა, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ პედიატრიის  მებაირაღე“.

დამსწრე საზოგადოებას  მიესალმა თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. მან აღნიშნა რომ უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია ბატონი ავთანდილის თსსუ–ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრობა, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია მისი რჩევების და ნაფიქრის გაზიარება.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის,  ბონის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორს, ავსტრიისა და გერმანიის პედიატრიული საზოგადოებების საპატიო წევრს, თსსუ–ის საპატიო დოქტორს მიხეილ ლენტცეს.

მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ პროფესორები: ნინო მანჯავიძე, რომან სვანიშვილი, ნანა გელაძე, ნუგზარ უბერი, მანანა ხოჭავა და გოგი ჩახუნაშვილი.

კონფერენციაზე  წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები პედიატრიის აქტუალურ საკითხებზე, სექციის  ბოლოს გაიმართა დისკუსიები და წარმოდგენილი საკითხების განხილვა.

VIII  საერთაშორისო კონფერენციაზე  ,,ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა“ წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები:

1.ეოზინოფილიის პრაქტიკული ალგორითმი პედიატრიულ პრაქტიკაში – ასოცირებული პროფესორი მარინა კვეზერელი-კოპაძე, პროფესორი ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე, მედიცინის დოქტორი თეონა დევდარიანი;

2.ცელიაკია - კლინიკური სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა - პროფესორი მიხეილ ლენტცე (გერმანია);

3.Helicobacter Pylori-ინფექციის მართვა ბავშვებსა და მოზარდებში – ასოცირებული პროფესორი თინათინ კუტუბიძე;

4.ანაფილაქსია ბავშვებსა და მოზარდებში – პროფესორი რუსუდან ქარსელაძე;

5.ანტიჰისტამინური პრეპარატები – ასოცირებული პროფესორი მაია ოკუჯავა;

6.სინუსიტების მართვა პედიატრიულ პრაქტიკაში – პროფესორი ნუგზარ უბერი, მედიცინის დოქტორი ეკა უბერი, დოცენტი მარინა ჩიქოვანი;

7.,,პედიატრიული ასთმა” ასაკ-სპეციფიკური მართვა – პროფესორი ლია ჟორჟოლიანი;

8.არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკა და მართვა თანამედროვე რეკომენდაციების კონტექსტში (ფოკუსით ბავშვთა და მოზარდთა ჰიპერტენზიაზე) – პროფესორი ზურაბ ფაღავა, პროფესორი რუსუდან აგლაძე;

9.პოლიურია-პოლიდიფსია პედიატრის პრაქტიკაში – სამოქმედო ალგორითმი – მედიცინის დოქტორი ირაკლი ფაღავა;

10.იმუნიზაციის ეროვნული კალენდარი, ვაქცინაციის ჩვენებები და უკუჩვენებები - მედიცინის დოქტორი თამარ ჯოხთაბერიძე, პროფესორი მანანა ხოჭავა, მედიცინის დოქტორი იამზე შალამბერიძე, გიორგი ხოკრიშვილი;

11.TORCH ინფექციები: მითები და რეალობა – პროფესორი ბესარიონ ტყეშელაშვილი;

12.საკვების მიღებაზე უარის თქმა ახალშობილებსა და 3 თვემდე ასაკის ჩვილებში – პროფესორი ირაკლი ფავლენიშვილი, ასოცირებული პროფესორი თამარ გოთუა;

13.ჩუტყვავილას მიმდინარეობა და თანამედროვე პრევენციის საკითხები - პროფესორი მანანა ხოჭავა, მედიცინის დოქტორი თამარ ჯოხთაბერიძე, მედიცინის დოქტორი იამზე შალამბერიძე, მარიკა მახარაშვილი;

14.ანაფერონისა და ერგოფერონის კლინიკური ეფექტურობა რესპირაციული დაავადებების დროს ბავშვებში (საკუთარი კვლევის შედეგები) – პროფესორი ყარამან ფაღავა, მედიცინის დოქტორი ირინე ა. კორინთელი.