მოსამზადებელი ვორკშოპი „III მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში“

თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა გორგასლიძის, ფინანსური დირექტორის ზურაბ ანთელიძის და კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის წევრის,  თსსუ-ის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომლის კარენ  მულკიჯანიანის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ჩატარდა „III მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში“ –  მოსამზადებელი წინაკონფერენცია.

წინაკონფერენციის  პროგრამა მოიცავდა საინფორმაციო-სამეცნიერო ხასიათის მოხსენებებს და ტრენინგს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე აბსტრაქტებისა და პრეზენტაციების შედგენის სპეციფიკაციის შესახებ.

წინაკონფერენცია გახსნა  თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, მალხაზ გეთიამ.  წინაკონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა გორგასლიძე და წარმატებები უსურვა მონაწილეებს.

წინაკონფერენციაზე დარეგისტრირებული იყო 64 მონაწილე, მათ შორის 24 სტუდენტი.

მოხსენება გააკეთეს: თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორებმა: მაია ოკუჯავამ, ნათია ნიჟარაძემ, თსსუ-ის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ–თანამშრომელმა ვახტანგ ბარბაქაძემ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, უფროსმა მეცნიერ– თანამშრომელმა მალხაზ გეთიამ და თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის და  იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის  დოქტორანტმა სოფიო გოქაძემ.

წინაკონფერენციის მიმდინარეობა შეაფასა თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.