პროფესორ თომას აიხჰორნის ლექცია კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში

მიმდინარე წლის 21-26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევა ქ. კოტბუსის (გერმანია) კარ თიმის კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თომას აიხჰორნი.

24 სექტემბერს კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, მოწვეული/სტუმარი პროფესორმა თომას აიხჰორნმა თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის IX-X სემესტრის სტუდენტებისთვის (ქართულენოვანი სექტორის ჯგუფი: 8, 9, 10; ინგლისურენოვანი სექტორი, ჯგუფი 10) წაიკითხა ლექცია თემაზე: „მიკროლარინგული ქირურგია – შესავალი/გაცნობა“.

გერმანელმა ქირურგმა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით ჩაატარებს საჩვენებელი ოპერაციებიც ყელ-ყურ-ცხვირის, თავის და კისრის ონკოლოგიურ დაავადებათა მიმართულებით.