გიორგი მერაბიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 2 ნოემბერს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება გიორგი მერაბიშვილის სადისერტაციო ნაშრომის – „მსხვილი ნაწლავის კიბოს გართულებული ფორმების ქირურგიული მკურნალობის ოპტიმიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: 


ზაზა დემეტრაშვილი - თსსუ-ის ქირურგიის №1 დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

ნანა ხოტენაშვილი - თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ლევან გოფოძე - თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

გიორგი ასათიანი - თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.