თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელმა სტუდენტებმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერეს

   
   

2015 წლის 30 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ და მთავარმა სპეციალისტმა, ასისტენტ–პროფესორმა ლევან ბენაშვილმა ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი პროგრამის პირველსემესტრელ სტუდენტებს დაათვალიერებინეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და გააცნეს კლინიკის სხვადასხვა განყოფილებები და დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკა.

საინფორმაციო–შემეცნებითმა ვიზიტმა კლინიკაში სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია. დაათვალიერეს უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკის საოპერაციოები, სხვადასხვა განყოფილებები და ლაბორატორია. მათ შეკითხვებს პასუხობდნენ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 53 ქვეყნიდან სწავლობენ სტუდენტები.