ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საჯარო ლექციები თსსუ-ში

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საჯარო ლექციები თემებზე:

ფარმაცია საქართველოში, განვითარების მოკლე მიმოხილვა;

ფარმაცევტული პროდუქტის (პრეპარატის) შექმნის ეტაპები.

ლექციებს თსსუ-ის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტების გარდა საშუალო სკოლის მოსწავლეებიც დაეწრნენ, რომლებმაც ფარმაციის დარგის მიმართ დიდი ინტერესი გამოავლინეს.