ტრენინგი ,,სამეცნიერო ნაშრომების პუბლიკაცია და პრეზენტაცია“

2015 წლის 17 ნოემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიერ ორგანიზებული  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების  საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა კვირეულის დასკვნითი ღონისძიება - ,,სამეცნიერო ნაშრომების პუბლიკაცია და პრეზენტაცია“.

ტრენინგზე წარმოდგენილმა თემატიკამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან  ის პრაქტიკული კუთხით ასახავდა ახალგაზრდა მკვლევარებისათვის აუცილებელი ცოდნისა და  უნარ-ჩვევების  ძირითად საკითხებს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

,,სამეცნიერო ნაშრომი და მისი პუბლიკაციის ასპექტები“ - მომხსენებელი თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი შორენა ხეცურიანი;

,,სამეცნიერო კვლევის პრეზენტაციის საკითხები“- მომხსენებელი თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი ნათია გამყრელიძე;

,,სამეცნიერო კვლევის სამართლებრივი საკითხები“ – მომხსენებელი თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი,  ასოცირებული  პროფესორი ლუიზა გაბუნია.