ნიკოლოზ ვაჩაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 12 დეკემბერს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნიკოლოზ ვაჩაძის სადისერტაციო ნაშრომის – „გულის ფუნქციური მაჩვენებლების ასაკობრივი ცვლილებები დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ფონზე“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

 სამეცნიერო ხელმძღვანელი:

რამაზ ხეცურიანი - აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სამეცნიერო კონსულტანტი:

რამაზ ჩიხლაძე - თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი 

ექსპერტები:

რევაზ თაბუკაშვილი - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გიორგი ბურკაძე - თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მანანა რამიშვილი - თსსუ-ის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი