ნატალია ქეთრინ ჰარგრივსის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 19 დეკემბერს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნატალია ქეთრინ ჰარგრივსის სადისერტაციო ნაშრომის – „ულტრასტრუქტურული ცვლილებები ტვინის ქერქის ლოკალური ინფარქტის პენუმბრას ზონაში ვირთაგვების მაგალითზე“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

რამაზ ხეცურიანი - აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სამეცნიერო კონსულტანტი:

ნოდარ მითაგვარია -  ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.

ექსპერტები:

გიორგი დიდავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი;

ანა ძაგნიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;

ლეილა ჯანდიერი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.