2024 წლის 8 თებერვალს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნინო თორიას სადისერტაციო ნაშრომის – „რადიოსიხშირული თერმული აბლაციის გავლენა პანკრეასის ინოპერაბელური კიბოს მქონე პაციენტების იმუნურ პასუხზე“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
თინათინ ჩიქოვანი - თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მალხაზ მიზანდარი - თსსუ-ის ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ექსპერტები:
გრიგოლ ნემსაძე - თსსუ-ის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ქეთევან მაჭავარიანი - თსსუ-ის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
მერაბ კილაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ქირურგიის №1 კათედრის გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.