2024 წლის 29 თებერვალს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნიკოლოზ ბუაძის სადისერტაციო ნაშრომის–„კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენით მიმდინარე ქირურგიული დაავადებების მინიინვაზიური, ენდოსკოპიური მეთოდებით მკურნალობის ოპტიმიზირება ბავშვებში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები
მერაბ ბუაძე - თსსუ-ის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
გიორგი ბურკაძე - თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ექსპერტები:
მამუკა გურგენიძე - თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო რადიოლოგიის და ენდოსკოპიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მალხაზ კარტოზია - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ციცინო ფარულავა - პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პედიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი