თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას პროფესორები: სულეიმან კაინაკი და მაჰმუდ ისმაილი ეწვივნენ

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტს ეწვივნენ თურქეთის ოფთალმოლოგთა ასოციაციის/ ბორდის წევრი, თურქეთის დოკუზ ეილულის უნივერსიტეტის პროფესორი  სულეიმან კაინაკი  და  ეგვიპტის ოფთალმოლოგთა ასოციაციის / ბორდის წევრი, ეგვიპტის ალ–აზჰარის უნივერსიტეტის პროფესორი მაჰმუდ ისმაილი. 

როგორც თსსუ–ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ დვალმა აღნიშნა, მათი ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტისა და დიპლომისშემდგომი  სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით შედგა. ეს ვიზიტი ემსახურება სტუდენტების, რეზიდენტებისა და ოფთალმოლოგების განათლების სრულყოფასა და ახალი  სუბსპეციალობების დანერგვას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ზაზა ბოხუასათან შეთანხმებით,  არჩევანი ორ ოფთალმოლოგიურ სუბსპეციალობაზე შეჩერდა: ბადურის და  რქოვანას დაავადებების ქირურგიული და  მედიკამენტოზური მკურნალობა.

4 დეკემბერს პროფესორებმა: სულეიმან კაინაკიმ, მაჰმუდ ისმაილმა და მერაბ დვალმა ჩაატარეს სამი ოპერაცია, მათგან ერთერთი სადღეისოდ  უპრეცედენტო იყო საქართველოში, პროფესორმა მერაბ დვალმა – რქოვანას ღრმა არაგამჭოლი შრეობრივი  გადანერგვა ჩაატარა, რაც ძალზე პროგრესულ მეთოდად ითვლება ამ მიმართულებით.

თსსუ–ის მოწვეულმა სპეციალისტებმა 5 დეკემბერს,საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენციის ფარგლებში (TIOC 2015)ქართველი ოფთალმოლოგებსა და რეზიდენტებს ლექციების სახით გააცნეს მსოფლიო ოფთალმოლოგიის ზოგიერთი აქტუალური საკითხი. 

სტუმრები გაეცნენ თსსუ პირველი აუნივერსიტეტო კლინიკის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის თანამშრომლებსშეხვდნენ სტუდენტებს და რეზიდენტებს და კონსულტაცია ჩაუტარეს  მძიმე პათოლოგიების მქონე პაციენტებს. მათ ჩაატარეს ლექციები სტუდენტებისათვის, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

საუბარში სტუმრებმა აღნიშნეს, რომ კარგად იციან პროფესორ მერაბ დვალის ბოლო წლების გამოგონებების შესახებ, თვლიან რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო  ოფთალმოლოგიისთვის. ისინი მოხარული არიან, რომ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მათ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შედგება.  დაისახა სამომავლო გეგმები.

 

ამჟამად, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თვალის სნეულებათა დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით და ტარდება პრაქტიკულად ყველა დიაგნოსტიკური კვლევა.
უახლოეს მომავალში კლინიკაში დამონტაჟდება საოპერაციო მიკროსკოპი ვიდეო მონიტორით და კატარაქტის ქირურგიისთვის აუცილებელი ულტრაბგერითი დანადგარი.
ამრიგად, 2016 წლიდან კლინიკა შესძლებს კატარაქტის, გლაუკომის, რქოვანას გადანერგვის, სიელმეების, ქუთუთოს პათოლოგიების და სხვა ოფთალმოლოგიური დაავადებების ქირურგიულ მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.