სამედიცინო უნივერსიტეტი მესამედ დაჯილდოვდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის

   
   

სასტუმრო “ თბილისი მერიოტში”  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა   (IDFI) და ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“  გამართეს  პრეზენტაცია, რომელზეც  შეაჯამეს საქართველოში 2010-2015 წლებში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა. 

ღონისძიებაზე განიხილეს   საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები. ღონისძიებას დაესწრნენ:  საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და  მედიის წარმომადგენლები.

საქართველოში აკრედიტირებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100% –იანი მაჩვენებლი  აჩვენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა. სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორს, პროფესორ ხათუნა თოდაძეს გადაეცა IDFI -ს სიგელი „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“. 

პრეზენტაციაზე საგანგებოდ აღინიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2012–2015 წლებში განხორციელებული ყველა პროექტის ფარგლებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100% –იანი მაჩვენებლით  უკვე მესამედ დაჯილდოვდა და ერთპიროვნული ლიდერია უმაღლეს სასწავლებლებს შორის.

www.ipn.ge