2015 წლის 10 დეკემბერს „Garden Hall“-ში „თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის „ნიღაბი–2015“ საზეიმო დახურვა გაიმართა (30 ნოემბერი–10 დეკემბერი).
ფესტივალი „ნიღაბი“ 2012 წელს ჩამოყალიბებული „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ მიერ არის დაარსებული.
იგი წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და მისი მასპინძელი, ტრადიციულად, იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გენერალური სპონსორი – ქალაქ თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი.
საზეიმო დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ ფესტივალის ნომინაციებში გამარჯვებულები, რომელთაც ფესტივალის სპეციალური პრიზები გადაეცათ.
ფესტივალის კომპეტენტური ჟიურის წევრები იყვნენ: გოგი თოდაძე (რეჟისორი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე), ჯემალ ღაღანიძე (მსახიობი), კახა მიქიაშვილი (მსახიობი), თამუნა ნიკოლაძე (მსახიობი), ლელა მებურიშვილი (მსახიობი).
ოფიციალურ ნომინაციებში გამარჯვებულად დასახელდნენ:
ფესტივალის მონაწილეებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ჟიურის წევრებს, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს, ფესტივალის სულისჩამდგმელს და „ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასის „ჰიგია“ რეჟისორს და თსსუ–ის ასოცირებულ პროფესორს ნათია გუჯაბიძეს.
ქალბატონმა ნათიამ, თავის მხრივ, გულწრფელი მადლიერება გამოხატა ფესტივალის მონაწილე ქართველი და უცხოელი სტუდენტების, ჟიურის წევრების, სპონსორების და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მიმართ, ფესტივალის აქტიური მხარდაჭერისათვის.