სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:
1. ,,წყალში დახრჩობის ექსპერტიზისათვის დიატომების სახეობების შესწავლა საქართველოს აკვატორიაში"
სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი
2. ,,კუჭის კიბოსა და კიბოსწინარე პროცესების ფენოტიპური თავისებურებანი და პროგრესიის მახასიათებლები"
სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი გიორგი დიდავა
3. ,,D ვიტამინის პრევენციული და მაკორეგირებელი მოქმედება ანტიოქსიდაციურ სისტემებზე და სისხლის რეოლოგიურ მდგომარეობაზე სტრეპტოზოტოცინით ინდუცირებული ექსპერიმენტული დიაბეტის დროს"
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი მანანა ნამორაძე; ასოცირებული პროფესორი ნინო ჩარკვიანი
სამეცნიერო კონსულტანტი – ასისტენტ-პროფესორი მაია მანწკავა
4. ,,ფილტვის მეტასტაზური სიმსივნეების იმუნოთერაპიული მკურნალობის იმუნურ პასუხთან ასოცირებული გვერდითი ეფექტები: ეპიდემიოლოგია და მართვა"
სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი თინათინ ჩიქოვანი
5. ,,რეოლოგიური პარამეტრების შეფასება გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში"
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ ყანდაშვილი; ასისტენტ-პროფესორი მაია მანწკავა
სამეცნიერო კონსულტანტი - მედიცინის აკადემიური დოქტორი მაია გოცაძე
6. ,,ხარისხიანი რადიოლოგიური კვლევის ოპტიმალური აპარატურული რეჟიმის შერჩევის ალგორითმი გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს"
სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი გრიგოლ ნემსაძე
7. ,,სოციალური ურთიერთობების ციფრული ფენოტიპი ფსიქიკური აშლილობების შემთხვევაში"
სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყონია
8. ,,ღამის ცვლაში მუშაობის უშუალო და კუმულაციური გავლენა კოგნიტურ ფუნქციებსა და ქრონობიოლოგიურ რითმზე ახალგაზრდა პოპულაციაში"
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი მარინა ჯანელიძე; ასისტენტ-პროფესორი რუსუდან მხეიძე
9. ,,სელექციური და პირდაპირ სელექციური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკის ეფექტურობის განსაზღვრა გლაუკომის არამედიკამენტოზურ მართვაში"
სამეცნიერო ხელმძღვანელები: თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი მერაბ დვალი; მედიცინის დოქტორი იორამ სოლბერგი (ბენ-გურიონის უნივერსიტეტი, ისრაელი)
10. ,,კლიმატის გლობალური ცვლილების გავლენის შესწავლა-შეფასება ახალგაზრდა მოსახლეობის ჯანმრთელობით სტატუსზე და კვებითი ქცევის სოციალური მოდელირება"
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე; პროფესორი ალექსანდრე სიროტკინი (კონსტანტინე ფილოსოფის ნიტრას უნივერსიტეტი, სლოვაკეთი)
11. ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის სტრატეგიის შესწავლა-შეფასება და ადაპტირებული პროგრამების მოდელირება"
სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე
სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი ლელა მასხულია
12. ,,ჯანდაცვის სისტემაში პირის ღრუს ჯანმრთელობის სტრატეგიის შესწავლა- შეფასება, ჯანმრთელობითი რისკების მართვა და ახალი სტრატეგიის მოდელის შემუშავება"
სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე
სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი მარინა მამალაძე
13. ,,ფარმაციის რეგულირების საფუძვლები საქართველოში"
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ბიძინა ზურაშვილი; პროფესორი ალიოშა ბაკურიძე
სამეცნიერო კონსულტანტი - ასისტენტ-პროფესორი ნანა დუღაშვილი
14. ,,ინსულტის შემდგომი სარეაბილიტაციო მკურნალობით განპირობებული სტრესის გავლენა დაავადებული პირის რეაბილიტაციის ეფექტურობაზე და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე"
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო ვეფხვაძე; ასოცირებული პროფესორი ზეინაბ სოფრომაძე
კონკურსი მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას;
ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის ფორმა – ტესტური და გასაუბრება).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;
2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);
3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);
8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 22 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით 10:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური და ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე: t.tkeshelashvili@tsmu.edu
განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1_2).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: +995 32 254 24 66.