ევროპის მე–18 ISPOR კონგრესზე, „ISPOR საქართველო“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

   
   

სოციალური და კლინიკური ფარმაციის ასისტენტ–პროფესორი ნათია კვიჟინაძე, 2015 წლის იანვარში არჩეულ იქნა ფარმაკოეკონომიკის და კვლევის შედეგების საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად საქართველოში (ISPOR).

ევროპის მე–18 ISPOR კონგრესზე, რომელიც ჩატარდა 11–14 ნოემბერს, მილანში (იტალია), „ISPOR საქართველო“, არჩეულ იქნა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. აღნიშნული ქსელის ფარგლებში საქართველოს განყოფილებას კვლავ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აზიის კონსორციუმში, მაგრამ იგი წარსდგება, როგორც ევროპული ქსელის ნაწილი.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრობა ქართველ ფარმაცევტებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში: განათლება, კვლევა, პუბლიკაციები, ქსელის ფორუმები და შეხვედრები.