კონფერენცია ,,ინტერვენციული მეთოდები ჰეპატობილიარულ ქირურგიაში“

2015 წლის 24 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ინტერვენციული მეთოდები ჰეპატობილიარულ ქირურგიაში“.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციააცია, საქართველოს ქირურგთა ასოციაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი  ხათუნა თოდაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი,  პროფესორი  ნოდარ ლომიძე, თსსუ-ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, რეზიდენტები და დარგის სპეციალისტები.

ღონისძიება გახსნა და საზოგადოებას მიესალმა თსსუ-ის ვიცე რექტორი, პროფესორი  ხათუნა თოდაძე. მან  უცხოელ  სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია და ტრადიციები, ასევე მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისათვის.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები:

პროფესორი დიმიტრი იულევიჩი (ტრანსპლანტოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი, მინსკი, ბელორუსი)-,,ენდოვასკულური ტექნოლოგიები აბდომინურ ქირურგიაში”;

პროფესორი მალხაზ მიზანდარი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო)-,,კარის ვენის თრომბის პერკუტანული რეკანალიზაცია, როგორც ღვიძლის ავთვისებიან სიმსივნეთა შემდგომი (მათ შორის რადიკალური) მკურნალობის საფუძვლის შემქმნელი ჩარევა“;

პროფესორი, ირინა ტენი (ონკოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის ნაციონალური ცენტრი, ასტანა, კაზახეთი)-,,მექანიკური მეთოდები ბილიარულ ინტერვენციებში“;

პროფესორი მალხაზ მიზანდარი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო)-,,ბალონით ასისტირებული პერკუტანული დაღმავალი ლითოლაპაცსია-ნაღვლის საერთო სადინარი, პანკრეასის სადინრის და შარდსაწვეთის კენჭების ევაკუაციის უნივერსალური მეთოდიკა“.