დნმ-ის დღე 2024– არტ გენომი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება, დნმ-ის დღესთან დაკავშირებით,  გიწვევთ ხელოვნების ნამუშევრების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსი განკუთვნილია ბიოსამედიცინო მიმართულებების ქართულ- და უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები ნახატის ან ციფრული გრაფიკის სახით.

კონკურსი ეძღვნება იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებასა და მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ამ გამოწვევების დასაძლევად.

კონკურსის თემა: „როგორ გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკურ ოდისეაზე და იშვიათი დავადებების სამკურნალო წამლების შემუშავებაზე“.

საკონკურსო ნამუშევრების მიიღება ელ.ფოსტაზე:  dnaday.art@gmail.com  2024 წლის 18 აპრილის ჩათვლით.

გამარჯვებული კონკურსანტები გამოვლინდებიან 2024 წლის 25 აპრილს, დნმ-ის დღეს.

დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები იხილეთ აქ.