საფრანგეთის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე მეცნიერი ქალებისთვის.
გამარჯვებული კონკურსანტები უზრუნველყოფილნი იქნებიან, როგორც მგზავრობის, ასევე საფრანგეთში ცხოვრების ხარჯებით.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი ან იყოს დოქტორანტი;
- უნდა იცოდეს ფრანგული ან ინგლისური ენები B2 -დონეზე;
- კვლევის თემატიკა: მედიცინა, ბიოლოგია, გენეტიკა, ფარმაკოლოგია, ფსიქიატრია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გარემო და ჯანდაცვა, და ა.შ.;
კონკურსანტმა 2024 წლის 8 აპრილამდე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- CV ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე - 1 გვერდი;
- კვლევითი პროექტის რეზიუმე ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე - 1 გვერდი;
- მოწვევის წერილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციიდან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.