ანტისიმსივნური ქიმიოთერაპიისა და სიმსივნის მედიკამენტური თერაპიის 31–ე კურსი პარიზში

   
   

2016 წლის 11–22 იანვარს, ევროპის ონკოლოგთა საბჭოს (ACOE) ორგანიზებით, პარიზში (საფრანგეთი) ჩატარდა ანტისიმსივნური ქიმიოთერაპიისა და სიმსივნის მედიკამენტური თერაპიის 31–ე კურსი, სადაც მონაწილეობდათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის მიმართულების, ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე.

პროფესიული კურსი მთლიანად მოიცავდა ბაზისური და კლინიკური ონკოლოგიის მოდულებს. ჩატარდა სალექციო და პრაქტიკულ სპეციალიზირებული ტრენინგები, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მარალდოზირებული ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ტრანსარტერიული ქიმიოემბოლიზაცია, კლასიკური ციტოსტატიკური თერაპიისა და სიმსივნურ დაავადებათა იმუნოთერაპიის კურსები).

ანტისიმსივნური ქიმიოთერაპიისა და სიმსივნის მედიკამენტური თერაპიის 31–ე კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს დაურიგდათ შესაბამისი სერტიფიკატები.