ნიკო პაპიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 30 აპრილს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნიკო პაპიაშვილის  სადისერტაციო ნაშრომის – „მცენარეული ფენოლური შენაერთების შემცველი ოროდისპერსიული ტაბლეტების დიზაინი, ტექნოლოგია და ანტიჰიპერტენზიული პოტენციალის შესწავლა“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ალიოშა ბაკურიძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ნიკოლოზ გონგაძე - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ექსპერტები:

თამაზ ჭუმბურიძე - თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი

მანანა ორჯონიკიძე - თსსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი

მარიამ ჭიპაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი