კონკურსი თსსუ-ის დოქტორანტებისთვის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი 3-თვიანი გრანტის მოსაპოვებლად სალერნოს (იტალია) უნივერსიტეტში.

სამეცნიერო მიმართულებებია:

პედიატრია

ბაზისური მეცნიერებები

მობილობის პერიოდი -  2024 წლის შემოდგომა

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია სამი თვის განმავლობაში). 

გასაუბრებაზე წარმოსადგენი  სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

CV ევროპული ფორმატით (ინგლისურ ენაზე);

ცნობა დოქტორანტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა); 

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე);

სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი კვლევის სათაურის მითითებით (ინგლისურ ენაზე);

სადოქტორო კვლევის მოკლე აღწერილობა  (ინგლისურ ენაზე); 

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 24 აპრილს, 16:00 საათზე. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451;