საერთაშორისო სკოლა-სემინარი ბაკურიანში

2016 წლის 18-21 თებერვალს, ბაკურიანში ჩატარდა მეხუთე საერთაშორისო სკოლა-სემინარი, რომლის ორგანიზატორები  თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა იყო. 

ღონისძიება ტრადიციული ხასიათისაა და თხუთმეტი წელია იმართება, სკოლა-სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, მაგისტრები და პროფესორ-მასწავლებლები.

წელს, სკოლა-სემინარის მუშაობაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრებთან ერთად, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 11 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებმა წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომები, მათ მიერ შესრულებული კვლევის შედეგები.

ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომები.


სკოლა-სემინარის დამფუძნებლებმა, პროფესორებმა: ირინე ზანაძემ, შალვა ზარნაძემ, სეირან ქოჩარიანმა წარმატებები უსურვეს მონაწილეებს და გადასცეს სერტიფიკატები.