ავსტრიელი სტუმრები თსსუ-ში

მიმდინარე წლის 29 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვვნენტიროლის მხარის  ჰოსპიტალთა გაერთიანება TILAK-ის (ავსტრია)დირექტორი,ბატონი შტეფან დეფლორიანი, TILAK- ის დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრ AZW-ს ხელმძღვანელები: ბატონი ვალტერ დრაქსლი და ქალბატონი ვალტრაუდ ბუხბერგერი და თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე.

სტუმრებს მიესალმა თსსუ-ის  რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ავსტრიელ კოლეგებს და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის მეგობრობა 90-იან წლებში დაიწყო. თსსუ-ის კურსდამთავრებული და ამჟამად ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის  სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე მუდმივად ზრუნავს მშობლიური უნივერსიტეტისათვის, მისი მცდელობის შედეგია საექთნო ბაკალავრის ქართულ-ავსტრიული პროგრამის ამოქმედებაც თსსუ-ში.

აუდიტორიას მიესალმა ტიროლისმხარის  ჰოსპიტალთაგაერთიანება TILAK-ის (ავსტრია)დირექტორი,ბატონიშტეფანდეფლორიანი. მან წარმოადგინა პრეზენტაცია ტიროლის მხარის ჰოსპიტალების შესახებ, ისაუბრა საქართველოსა და ავსტრიის მსგავსებაზე.  დამსწრე საზოგადოებას ავსტრიის ჯანდაცვის სისტემის და საექთნო განათლების თავისებურებებზე  ესაუბრნენ  ბატონი ვალტერ დრაქსლი და ქალბატონი  ვალტრაუდ ბუხბერგერ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართველი სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვისა და ავსტრიაში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობები.

თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსმა ექიმმა, ქალბატონმა ირმა კვიცარიძემ, სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექცია ,,სხივური თერაპია ზოგადი მიმოხილვა“.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები  შეხვდნენ:  თსსუ-ისადმინისტრაციას, საგანმანათლებლოპროგრამებისხელმძღვანელებს.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილესურთიერთთანამშრომლობისპერსპექტივები და ექთნებისგადამზადებისსაკითხები.  

უცხოელმასტუმრებმა ასევე დაათვალიერეს თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრი და ბიბლიოთეკა. დაესწრნენ საექთნო სკოლის სტუდენტების პრაქტიკულ მეცადინეობას  ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტში.