2024 წლის 7-10 მაისს საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია (საკია) თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართავს საიუბილეო ფორუმს, რომელიც მოიცავს: ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XIII ეროვნულ კონგრესს, ასთმისა და COPD-ის ევროპის IX კონგრესს, III საერთაშორისო კონგრესს „კორონავირუსული ინფექცია (COVID-19): პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია“.
კონგრესის ორგანიზატორები, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად, ტრადიციულად არიან: ალერგიის მსოფლიო ორგანიზაცია, ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემია, იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანება. ფორუმი მხარდაჭერილია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (გრანტი #MG-ISE-23-369).
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები. მათ შორის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი აარონ ჩიხანოვერი (ისრაელი).
პროექტის ფარგლებში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით ჩატარდება საერთაშორისო სკოლა-სემინარი: „ახალი საზღვრები იმუნოლოგიაში: კლინიკური იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები“.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ