დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ღია კარის დღე თსსუ-ში

   
   

2016 წლის 12  მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

მომავალ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, უშუალოდ გასაუბრებოდნენ  უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, ვიცე-რექტორს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს, პროგრამის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) პროფესორს, საქართველოს და თბილისის საპატიო მოქალაქეს, კენეტ ვოლკერს, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ-პროფესორს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული  პროგრამის ხელმძღვანელს, არჩილ უნდილაშვილს, ასევე,  ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის პროგრამის პროფესორს, მერი იოჰანსონს.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ღია კარის დღე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორსპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა.