თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება ძალისმიერი სპორტის საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში

   
   

2016 წლის 12 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში (წოლჭიმსა და ბიცეპსზე წონის აწევაში) სტუდენტთა შორის, სადაც 80–ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა საქართველოს 9 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან საუკეთესო შედეგები აჩვენა სამმა სტუდენტმა:

1. ჭიღლაძე ჭაბუკა – წოლჭიმი მძიმე წონაში, ოქროს მედალი და აბსოლუტურ ჩათვლაში ვერცხლის მედალი;

2. თედიაშვილი სოლომონი – ბიცეპსზე წონის აწევა 67.5 კგ. წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი;

3. მახათაძე ბექა – ბიცეპსზე წონის აწევა 82.5 კგ. წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი და აბსოლუტურ ჩათვლაში – ოქროს მედალი.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძალისმიერ სპორტში საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში საუკეთესო გუნდური შედეგი სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მოიპოვა.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს სტუდენტებს ღირსეულ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.