დავით გოლოშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 17 ივნისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება დავით გოლოშვილის სადისერტაციო ნაშრომის “საკუბიტრილ/ვალსარტანის ზეგავლენა ჰემოდინამიკური პარამეტრების ცვლილებაზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რემოდელირებაზე დოკა-მარილოვანი ექსპერიმენტული ჰიპერტენზიის დროს“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

მაია ოკუჯავა - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

ექსპერტები:

მარიამ ჭიპაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ირმა მამაცაშვილი - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ნატალია პავლიაშვილი - თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.