თსსუ–ში 8–15 მაისს ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA) საგაზაფხულო ასამბლეა ჩატარდება

   
   

2016 წლის 28 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია  ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA) ვიცე–პრეზიდენტი საფა ცანცი, რომელმაც საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად დაათვალიერა და გაეცნო მიმდინარე წლის 8–15 მაისს დაგეგმილი ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA) საგაზაფხულო ასამბლეის საორგანიზაციო საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში EMSA–ს ვიცე–პრეზიდენტი საფა ცანცი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, ვიცე–რექტორს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს, ვიცე–რექტორს, პროფესორ ხათუნა თოდაძეს და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს გიგა სორდიას.

შეხვედრაზე განიხილეს  2016 წლის 8–15 მაისს დაგეგმილი ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA) გენერალური ასამბლეის ჩატარების მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის მასპინძელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია და მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 20 ქვეყნის 130–მდე დელეგატი.