ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კამპანიაში – „თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები“ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ტრადიციულად ლიდერის პოზიცია უჭირავს

   
   

2016 წლის 29 მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია  მოწოდებით – "თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები".  

პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. 

პრესკონფერენციაზე დასახელდნენ ლიდერი ორგანიზაციები, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ყველაზე მეტად არის დაცული თამბაქოს მოხმარებისა და მისი მავნე ზემოქმედებისგან. გამარჯვებულებს შორის დასახელდნენ:

ნომინანტებს – ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა–დამკვიდრებისთვის და თამბაქოსგან 100% თავისუფალი პოლიტიკის გატარების მხარდაჭერისთვის გადაეცათ სპეციალური სიგელები. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოველწლიურად, 29 მარტს აღინიშნება დღე – "საქართველო თამბაქოს გარეშე“. მისი აღნიშვნა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობაზე, თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.