თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს ,,ჯეოჰოსპიტალს“–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

   
   

2016 წლის 1 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს ,,ჯეოჰოსპიტალს“–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც  მიზნად ისახავს უნივერსიტეტის დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ განათლებაში მონაწილე პირების სწავლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას,   პროფესიული მიმართულებების მიხედვით აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებასა და დახვეწას.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ  ვადაჭკორიამ და შპს ,,ჯეოჰოსპიტალს“–ის გენერალურმა დირექტორმა სოფიო გასიტაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი თინათინ ჩიქოვანი,  შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის კლინიკური მართვის დეპარტამენტის დირექტორი თენგიზ წულაძე, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი კახა გზობავა, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი რუსუდან კუპატაშვილი, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის მარკეტინგის მენეჯერი თათა ბარამია.