2024 წლის 18 ივნისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნათია ჩხაიძის სადისერტაციო ნაშრომის „ჰოსპიტალური და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციასთან ასოცირებული მძიმე პნევმონიის ეტიოლოგია, რისკ-ფაქტორები და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა მულტიპროფილურ პედიატრიულ სტაციონარში“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
მაია ხერხეულიძე - თსსუ-ის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
პაატა იმნაძე - ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ექსპერტები:
ეკატერინე უბერი - თსსუ-ის პედიატრიის #2 დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ქეთევან ბარაბაძე - ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
კახა ვაჭარაძე - თსსუ-ის ფთიზიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი