თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები კიშინიოვში

2016 წლის 21 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით,  თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო  ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო კანდელაკი  და თსსუ-ის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია ავალიანი მივლინებით იმყოფებოდნენ კიშინიოვის (მოლდოვა) ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო და ფარმაციის უნივერსიტეტში, სადაც  ჩატარდა ერაზმუს მუნდუსის პროექტ  „MEDEA“-ს (“Medical Universietis Aliance”) შესარჩევი კომიტეტის მესამე შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: პროექტის კოორდინატორები  - ქ. ტულუზის პოლ საბატიეს უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის ასევე შესარჩევი კომისიის წევრები -  თესალონიკის, ვილნიუსის და ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტების  ოფიციალური  წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ  საერთაშორისო მობილობის პროგრამაში,  ისწავლონ ევროპის წამყვან  უმაღლეს სასწავლებლებში და შეიძინონ ახალი გამოცდილება.