2016 წლის 31 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს ეწვივნენ: გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი, ამავე სამსახურის სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორები: ნინო ანთაძე და თამარ შიშნიაშვილი და ბონის უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორი, ავსტრიისა და გერმანიის პედიატრიული საზოგადოების საპატიო წევრი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი მიხაელ ლენტცე.
სტუმრები გაეცნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური უნარ-ჩვევების სწავლების მეთოდებს სიმულატორების გამოყენებით. მათ მაღალი შეფასება მისცეს ცენტრის შესაძლებლობებს და მის ხელმძღვანელთან, პროფესორ ირმა მანჯავიძესთან და ასისტენტ-პროფესორ დალი ჩიტაიშვილთან ერთად ისაუბრეს ცენტრის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.