ბათუმის ჯანდაცვის სემინარები 2016

   
   

2016 წლის 1-3 აპრილის ბათუმის ჯანდაცვის სემინარები 2016 ფარგლებში (ქ. ბათუმი) გაიმართა ღონისძიება - „მარკეტინგი და PR სამედიცინო დაწესებულებებისთვის“.

სემინარზე პროფესიულად განიხილეს: ჯანდაცვის ბაზარზე მოთამაშე გადამხდელების ტიპოლოგიის და სამედიცინო დაწესებულებების მარკეტინგული და PR საჭიროებების იდენტიფიცირება, მარკეტინგისა და PR-ის პრინციპებისა და მიდგომების ზოგადი მიმოხილვა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის მარკეტინგული და PR ჩარევების დარგობრივი ნიუანსები.

სემინარს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, მედიცინის დოქტორი ლია სანოძე, დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში სოფიო ჭინჭარაძე, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ფინანსური დირექტორი თამარ ჩოხელი, ამავე კლინიკის დირექტორი საორგანიზაციო დარგში ნინო ბერიძე, თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ელიზავეტა ერქომაიშვილი.

სამდღიანმა პროფესიულმა სემინარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკების თანამშრომლებისათვის ნაყოფიერად ჩაიარა.